კანაფი

სუბარი: ჩემს ახალგაზრდობაში ჩვეულებრივად მზადდებოდა ნებისმიერ ოჯახში კანაფისგან ხაჭაპური

ვინც ამბობს, რომ მარიხუანა კუბდარს უხდება სვანური სამზარეულოს შესახებ არაფერი არ იცის. მე ეს მომისმენია ზურა ჯაფარიძისგან, კობა სუბელიანისგან ადრე. ეს ასე არ არის. თუმცა, მე შემიძლია დაგიდასტუროთ რომ ხაჭაპურში, ჭვიშტარში ეს არის ჩვეულებრივი ინგრედიენტი, როგორიც არის სვანეთში გავრცელებული ფეტვიანი ხაჭაპური, ისე ვთქვათ რამდენიმე ათეული წლის წინ ჩემს ახალგაზრდობაში ჩვეულებრივად მზადდებოდა ნებისმიერ ოჯახში კანაფისგან ხაჭაპური. ისევე როგორც ნებისმიერი გასვენების აუცილებელი ინგრედიენტი იყო ფხალი, რომელიც მზადდებოდა კანაფის თესლისგან. ცხადია, მანდ არცერთ კულტურაში ნარკოტიკის შემცველობა იყო ნულოვანი, რადგან თერმული დამუშავების შემდეგ იქ არ რჩება არაფერი. 

ამის შესახებ რეგიონის საკითხებში პრემიერმინისტრის მრჩეველმა სოზარ სუბარმა TV პირველის ეთერში თქვა.

კომენტარები