ნარკოპოლიტიკა

სააკაშვილი: ნარკოტიკებს მოაქვს მოსახლეობის გამოშტერება

1970-იან წლებში ავღანეთი ძალიან წარმატებული ქვეყანა, განათლებული ხალხით, თანამედროვე ინფრასტრუქტურით, შადრევნებით, უჩადრო ქალებით, კარგად ჩაცმული და აშ. სამოცდაათიან წლებში მასობრივად შემოვიდა ყაყაჩოს კულტურა და მთელი ქვეყანა გადავიდა ყაყაჩოს მოწევაზე. მე ნამყოფი ვარ ავღანეთში რამდენჯერმე და ვიცი რაზეც ვსაუბრობ. დღეს ეს არის ერთერთი ყველაზე გაუბედურებული ქვეყანა. ჩვენ კოლორადოს შტატობას კი არა, თუმცა კოლორადოშიც არ არის ყველაფერი კარგად, ჩვენ გვიმზადებენ ავღანეთს. ჩვენ გვიმზადებენ კოლუმბიას. დღეს, ახლა უნდა შევქმნათ წინააღმდეგობის ფრონტი და არ დავუშვათ ჩვენი ერის გადაგვარება და გადაჯიშება. 

ნარკოტიკებს მოაქვს დანაშაული, კარტელს მოაქვს ხელისუფლების უზურპაცია, მოაქვს უკიდურესი გაღატაკებდა და გამოშტერება მოსახლეობის. 

მეც ბოლომდე ჩავერთვები, აუცილებლად შემოგიერთდებით ბრძოლაში. სიცოცხლის ფასადაც რომ დამიჯდეს არ მიგატოვებთ!

ამბობს საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი საკუთარ facebook-ზე გამოქვეყნებულ ვიდეომიმართვაში.

კომენტარები