მარიხუანა

ზოიძე კანაფის წარმოებაზე: სავაჭრო დეფიციტის შემცირებით ლარი უნდა გამყარდეს

მეკითხებით როგორ ისარგებლებს ამით საზოგადოების ყველა წევრი? პირველ რიგში ლარი უნდა გამყარდეს იმით რომ ჩვენი სავაჭრო დეფიციტი შემცირდება. ლარზე ნაწარმოები პროდუქცია გაიყიდება დოლარზე, საკმაოდ დიდი ოდენობით.

მარიხუანას პლანტაციებით არ ხდება ეს, გავიმეორებ კიდევ ერთხელ, ეს არის სამედიცინო მიზნით. გადამუშავებული მედიკამენტის გაყიდვაზე არის მხოლოდ საუბარი. 

კანაფის პლანტაციების მიღებული სამრეწველო პროდუქტის წარმოება და გატანა. ისევე როგორც ყურძნის ექსპორტი, ასევე იმ მედიკამენტის ექსპორტი. 

არანაირად არ ვადარებს ამას ლობიოს და სიმინდს. კანაფი შეიძლება იყოს ნარკოტიკული საშუალება და შეიძლება იყოს გამოყენებული როგორც ფარმაცევტული პროდუქტი. 

ამბობს პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძე ტელეკომპანია პირველის ეთერში.

კომენტარები