სალომე ზურაბიშვილი

ზურაბიშვილი კანაფის წარმოებაზე: ნაადრევი ნაბიჯების გადადგომა, მე მგონი ნაადრევია

რაც შეეხება მარიხუანის დათესვას და წარმოებას, ეს ნაწილი შეიძლება ჯდებოდეს რაღაც ეტაპზე იმ გლობალურ სტრატეგიაში, რომელზეც ვლაპარაკობდი, ჩვენ თუ გავხდით მედიცინის აკვანი, და ვაწარმოეთ ჩვენი წამლები, ბალახეული სხვადასხვა ფორმის, რაც მოგვდის ოდიდან და არის ძალიან სერიოზული ჩვენი პოტენციალი, ბალნეოთერაპია, ბალნეოტურიზმი, თუ ეს მთლიანობაში არის, რაღაც ეტაპზე შეიძლება ეს ჩაჯდეს, თუ ეს იქნება ძალიან სერიოზულად გაკონტროლებული. ასეთ საკითხებზე უნდა ძალიან სერიოზული მსჯელობა, შედარება გამოცდილებების სხვადასხვა ქვეყნების და ჩვენ მიერ დღეს, როგორც ძალიან მძიმე ეკონომიკური და სოციალური ფონის მქონე ქვეყანა, ამ საკითხებში ნაადრევი ნაბიჯების გადადგომა, მე მგონი არის ნაადრევი და უნდა იყოს უფრო მეტი მსჯელობის საგანი, საპატრიარქოც გამოვიდა დაიბარეს ექსპერტები, ასეთ საკითხებზე რომელიც არის ერთი მხრივ ჯანმრთელობის და მეორე მხრივ მორალის საკითხი, არ შეიძლება ეს არ მოხდეს შეთანხმებულად. საერთოდ მე ვიქნები შეთანხმების პრეზიდენტი და არა კონფრონტაციის. მე ვთვლი, რომ ამ პატარა ქვეყანაში თუ გვინდა, რომ გამოვიდეთ ამ სიტუაციიდან, თუ ვიღაცის პოლიტიკური ამბიციები არ არის მთავარი, ყველაფერი უნდა იყოს შეთანხმებული.

[სტილი დაცულია]

პრეზიდენტობის კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი, ტელეკომპანია რიონის ეთერში საქართველოში საექსპორტო კანაფის შესაძლო წარმოებაზე საუბრობს.

კომენტარები