მარიხუანას ექსპორტი

სანდრო ბრეგაძე: ქვეყანაში მიმდინარეობს ხავერდოვანი გენოციდი

ყველა ის პროცესები, რომლებიც დღეს მიმდინარეობს ამ ყბადაღებულ მარიხუანას თემასთან დაკავშირებით, არის იმ ხავერდოვანი გენოციდის შემადგენელი ნაწილი, რომელიც მიმდინარეობს ქართველი ერის წინააღმდეგ. პირდაპირ შეიძლება ითქვას და დაინერგოს ეს ტერმინი, რომ ქვეყანაში მიმდინარეობს ხავერდოვანი გენოციდი, რომელსაც ჩემდა სამწუხაროდ ახორციელებს ის ხელისუფლება, რომლის წარმომადგენელი მეც ვიყავი არც ისე შორეულ წარსულში. ისტორიიდან ყველას გვახსოვს და ეს მეხუთე კლასელმა ბავშვმაც შეიძლება იცოდეს, დამპყრობლების, ჩვენი მტერის მთავარი მიზანი იყო რომ ქართველებს აეჩეხათ ვაზი და მის ადგილას მოეყვანათა კანაფი და შემდგომში ამით გაბრუებულები, ქართველობა დაკარგული რაღაც კონგლომერატი, რაღაც მასა ყოფილიყო და ამითი აღარ არსებულიყო ქართველი ერი. მარიხუანას ლეგალიზაცია და უცხოეთში ექსპორტზე გატანა, ესენი არის ერთ-ერთი, საკმაოდ სერიოზული შემადგენელი ნაწილი ხავერდოვანი გენოციდისა, რომელ გენოციდსაც უკანონო მიგრაციასთან, ქართველების უცხოეთში მასობრივ გადინებასთან და ათას საზიზღრობასთან ერთად აწარმობეს ჩვენი ქვეყნის მტრები და ამ მტრების ხელშემწყობი ჩვენი ხელისუფლება. 

ამის შესახებ "ქართული მარშის" ლიდერმა ტვ პირველის ეთერში, გადაცემა "რეაქციაში" ისაუბრა.

კომენტარები