უგულავა: თუ თქვენ გაქვთ მარიხუანის დათესვის უფლება, მაშინ სხვასაც უნდა ჰქონდეს

თუ ქართული ოცნება აპირებს, გამოავლინოს ერთი ან სამი მსხვილი ლიცენზიანტი, რომელიც სადღაც 10, 15, 30 თუ 100 ჰექტარ საკუთარ მიწას შემოღობავს, დაიცავს და მას ექნება უფლება [დათესოს მარიხუანა], ამ დროს, გვერდზე მეზობელ გლეხს, რომელსაც თავისი მიწა აქვს, ამის უფლებას არ აძლევ და მერე ვიღაც გვიხსნის, რომ ეს თურმე უცხოეთში გადის სამედიცინო მოხმარებისთვის, ეს უთანაბრობა წარმოქმნის კორუფციის რისკს, ეს ეწინააღმდეგება საკონსტიტუციოს გადაწყვეტილებას, ეს ეწინააღმდეგება საერთოდ ჯანსაღ აზრს და ლახავს მოქალაქის უფლებას.

დამეთანხმებით, მარიხუანა არ არის სასარგებლო წიაღისეული, თუ თქვენ გაქვთ მისი დათესვის უფლება, მაშინ ჩვეულებრივ, სხვა ადამიანსაც უნდა ჰქონდეს დათესვის უფლება. იმიტომ, რომ ეს არ არის სასარგებლო წიაღისეული, ლიმიტირებული წიაღისეული, რომ შენ გასცე ლიცენზია, ამ ლიცენზიანტმა მოიპოვოს და მეორესთვის ადგილი აღარ დარჩეს. ეს არ არის ლიმიტირებული რესურსი, თუ ერთ ადამიანს აქვს მისი დათესვის უფლება, მეორე ადამიანსაც უნდა ჰქონდეს

ევროპული საქართველოს გენერალური მდივანი გიგი უგულავა TV პირველის ეთერში, მარიხუანის კულტივაცია-ექსპორტის შესახებ მთავრობის ინიციატივაზე.
მოკლე ბმული:

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ვარლამ ლიპარტელიანი მსოფლიო ჩემპიონატის ფინალშია

კომენტარები