მარიხუანას ექსპორტი

გოცირიძე: ვიღაცებს ჰქვიათ ბანანის რესპუბლიკა, ჩვენ დაგვერქმევა კანაფის რესპუბლიკა

კომიკურია, ქვეყანაში, რომელიც 95%-ით ამარაგებდა საბჭოთა კავშირს ჩაის პროდუქციით და სადაც არის ხილისა და ციტრუსების წარმოების მექა, ვქმნით მარიხუანას სამინისტროს. ჩაის პლანტაციები განადგურებულია, სოფლის მეურნეობა დეგრადირებულია, მივდივართ უკან და უკან და ვიღაცას თავში მოუვიდა თავხედური აზრი, რომ დაცინოს ხალხს. საქართველო გახდება მსოფლიო რუკაზე ნარკოტიკების ექსპორტიორი სახელმწიფო და ამით დავიმკვიდრებთ სახელს. თუ ვიღაცებს ჰქვიათ ბანანის რესპუბლიკა, ჩვენ დაგვერქმევა კანაფის რესპუბლიკა.

ფრაქცია ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე, რომან გოცირიძე, მარიხუანას ექსპორტზე.

კომენტარები