ნაცვლიშვილი: გადახედვას არ ექვემდებარება ის ფაქტი, რომ ომი დაიწყო რუსეთმა

გადახედვას არ ექვემდებარება ის ფაქტი, რომელიც აღიარებულია, რომ რუსეთ-საქართველოს ომი დაიწყო რუსეთმა. საქართველოს პრეზიდენტის ყველაზე მნიშვნელოვანი თუ არა, ერთ-ერთი უმთავრესი ფუნქცია არის საქართველოს ადვოკატირება განსაკუთრებით საერთაშორისო ასპარეზზე, რომ მუდმივად მსოფლიოს დღის წესრიგში იდგეს ოკუპაციისა და რუსეთის, როგორც ოკუპანტის თემა. შესაბამისად, ვინც არ უნდა დაიკავოს ეს პოზიცია, მისი უმთავრესი ფუნქცია იქნება სწორედ ქვეყნის საერთაშორისო ასპარეზზე წარმოჩენა, როგორც ოკუპირებული ქვეყნის და მხილება რუსეთის ყველა ფორუმზე და ყველა საშუალებით იმ დანაშაულებში, რომელიც მან ჩაიდინა და დღემდე ჩადის საქართველოსთან მიმართებაში

ასე უპასუხა საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა, ანა ნაცვლიშვილმა ჟურნალისტების კითხვას რუსეთ-საქართველოს ომთან დაკავშრებით პრეზიდენტობის კანდიდატ სალომე ზურაბიშვილის განცხადებებზე.
მოკლე ბმული:

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: დავაკავეთ კაცი, რომელმაც უკრაინის მოქალაქეს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა (ვიდეო)

კომენტარები