უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალია

მეუფე მელქისედეკი: უკრაინაში კონსტანტინოპოლი არ არღვევს კანონიკურ წყობას

ქრისტოპოლის ეპისკოპოსი, მაკარიოსი, დამატებით განმარტავს, რომ დოკუმენტში (და არა ავტოკეფალიის მინიჭების ტომოსში, რაც არასოდეს მიუცია კონსტანტინოპოლს რუსეთისათვის), რომელიც ფანარმა (ასე უწოდებენ სხვაგვარად კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს, რადგან სტამბოლის იმ რაიონს, სადაც საპატრიარქო მდებარეობს ფანარი ჰქვია) მისცა მოსკოვის მიტროპოლიტს 1686 წელს, წერია, რომ მოსკოვის მიტროპოლიტს კონსტანტინოპოლი იკონომიით აძლევს უფლებას ხელი დაასხას კიევის მიტროპოლიტს, მაგრამ მოხსენიებით საღვთო ევქარისტიისას ისინი პირველად მოიხსენიებენ კონსტანტინოპოლელ პატრიარქს. ეს რა თქმა უნდა არ ნიშნავს მოსკოვის უფლებებს კიევის სამიტროპოლიტოში, რაც ყოველთვის ფანარის იურისდიქცია იყო ამ დოკუმენტით. ამ დოკუმენტის მიხედვით, როგორც კიევში, ისე მოსკოვში პირველად იხსენიებდნენ კონსტანტინოპოლის პატრიარქს, რადგან იქ ფანარის იურისდიქცია ვრცელდებოდა (ეს ძალიან ნათლად წერია დოკუმენტში). კანონიკური სამართლის პრინციპით, იქ, სადაც პირველს იხსენიებენ კონსტანტინოპოლის პატრიარქს ვრცელდება კონსტანტინოპოლის იურისდიქცია; იქ, სადაც პირველს იხსენიებენ რუმინეთის პატრიარქს ვრცელდება რუმინეთის ეკლესიის იურისდიქცია; იქ, სადაც პირველს იხსენიებენ საქართველოს პატრიარქს ვრცელდება საქართველოს ეკლესიის იურისდიქცია და ა. შ. ამიტომაც, შეუძლებელია იმის თქმა, რომ ფანარი შეიჭრა სხვა ეკლესიის იურისდიქციაში. ანტიკანონიკური, რაც შეიძლება იყოს, არის ის, რომ შეწყვეტილია კონსტანტინოპოლის პატრიარქის მოხსენიება კიევში. სხვა რამ დოკუმენტი, რომელიც საპირისპიროს დაადასტურებდა არ არსებობს. ამდენად, კონსტანტინოპოლის მოქმედებები უკრაინის ეკლესიაში არ არღვევს რაიმე კანონიკურ წყობას, რომელიც საუკუნეებია მოქმედებს ეკლესიაში.

მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსი მელქისედეკი (ხაჩიძე) კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს მიერ უკრაინაში ეგზარქოსების გაგზავნის შესახებ, რის გამოც მოსკოვმა კონსტანტინოპოლის პატრიარქის მოხსენიება შეწყვიტა

კომენტარები