ხორავას ქუჩის საქმე

პრეზიდენტი 51-ე სკოლის მოსწავლეებს: ამ ტრაგედიამ ალბათ, ყველა უფრო კეთილი უნდა გაგვხადოს

თქვენთან ერთად მინდა ვიყო და გითხრათ იმ ტკივილზე, რომელიც თქვენ განიცადეთ. ასეთმა ტკივილმა, ამ ტრაგედიამ ალბათ, ყველა უფრო კეთილი უნდა გაგვხადოს და გაგვზარდოს. იმიტომ, რომ ტკივილი და ტრაგედიაც გამოცდილებაა ადამიანისთვის და თუ ჩვენ შევძლებთ, რომ ეს ტკივილი გადავიტანოთ ერთმანეთის მიმართ სიყვარულში, უფრო მეტად თანადგომაში, მე ვფიქრობ, რომ უკეთესს მივცემთ ჩვენს შვილებს

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი 51-ე საჯარო სკოლაში მივიდა და მოსწავლეებს სწავლის დაწყება მიულოცა. მან ლევან დადუნაშვილის და დათო სარალიძის მკვლელობაზეც ისაუბრა.

კომენტარები