ზურაბიშვილი: რუსეთი ოკუპანტი და აგრესორია, ამას დაბადებიდან ვიძახი

რუსეთი აგრესორი და ოკუპანტია, ეს შემიძლია უსასრულოდ გავიმეორო, მეტადრე (ჩემი ქართულით ვლაპარაკობ) ამას ვიძახი დაბადებიდან. რუსეთი აგრესორი და ოკუპანტი იყო 1801 წელს, როცა დაარღვია მეფე ერეკლეს მიერ დადებული ტრაქტატი. 1921 წელს, როცა დაარღვია 1920 წელს აღიარებული საქართველოს სუვერენობა და რის გამოც ჩემები წამოვიდნენ და დავიბადე საფრანგეთში. ასევე აგრესორი და ოკუპანტია 2008 წლიდან და წელს, როცა, კიდევ ერთხელ, დაარღვია ის, რაც მე შეიძლება ყველაზე კარგად ვიცი, აბსოლუტურად ყველა საერთაშორისო დოკუმენტი და ხელშეკრულება, სადაც რუსეთი აღიარებდა საქართველოს ტერიტორიულ სუვერენობას და დამოუკიდებლობას.

თქვა ქართული ოცნების მიერ მხარდაჭერილმა პრეზიდენტობის კანდიდატმა, სალომე ზურაბიშვილმა, საარჩევნო შტაბის გახსნისას.
მოკლე ბმული:

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ანკა ვასაძე

კომენტარები