პრეზიდენტობის კანდიდატი

ზურაბიშვილი: მოღალატეს არ ვხმარობ, მერიდება კიდევაც ვიხმარო, მაგრამ ვიკითხოთ, ვინ არის?

თუ ვინ არის მოღალატე და სიტყვა ეს არ მიყვარს და არ ვხმარობ, მერიდება კიდევაც რომ ვიხმარო იმათ მიმართ, მაგრამ ვიკითხოთ, ვინ არის? ვინ დაარქვა ზემო აფხაზეთი კოდორის ხეობას? ცხინვალის რეგიონი და კონფლიქტური ზონა ვინ გააფართოვა და სამხრეთ ოსეთად ოფიციალურად მონათლა? ვინ დატოვა კოდორში მთელი ჩვენი იმდროინდელი შეიარაღება, ძვირადღირებული? და ვინ დატოვა ტყეში ჩვენი ბიჭები? ამ კითხვებზე როცა გავცემთ ერთად პასუხს, ეს უთუოდ იქნება გასაცემი. ეს არ არის დამოკიდებული მე ვიქნები პრეზიდენტი თუ ვინ იქნება, მაგრამ მე ვიქნები. არის დამოკიდებული სხვა რამეზე, რომ ჩვენ ბოლოს და ბოლოს ჩვენ წარსულზე, ჩვენ დანაშაულებზე, ჩვენი ხელისუფლების რაც არის, სამწუხაროდ. ვიცოდეთ რეალობა, იმიტომ რომ წინ გვაქვს მომავალი. ჩვენ ამ მომავალში არამხოლოდ საქმე ვაკეთოთ, არამხოლოდ ეს ქვეყანა გავაძლიეროთ, არამედ უნდა გავამთლიანოთ და რომ გავამთლიანოთ ეს ქვეყანა, უნდა ჩვენს ძმებს, აფზახეთში, სამხრეთ ოსეთის ე.წ რესპუბლიკებში, რომ კიდევ არ დამაბრალოთ რამე, ყველა ჩვენ ძმებს უნდა მივმართოთ, რომ ისინი არიან საქართველოს მოქალაქეები, რომ იმათ არ სჭირდებათ რუსეთის დაცვა ჩვენს მიმართ, რომ ისინი არიან ჩვენი მომავალი, რომ ჩვენ ერთად გავმთლიანდებით

ამის შესახებ პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა, სალომე ზურაბიშვილმა, საკუთარი საარჩევნო შტაბის პრეზენტაციაზე თქვა

კომენტარები