2008 წლის აგვისტოს ომი

კობახიძე: რუსეთი აგრესიულ სცენარს ვერ განახორციელებდა, რომ არა სააკაშვილის ქმედებები

იყო გარკვეული განცხადება, რომელიც იძლეოდა ინტერპრეტაციის საშუალებას, ამიტომ ჩვენ გვქონდა კონსულტაციები ქალბატონ სალომესთან, მივიღეთ მისგან განმარტება იმასთან დაკავშირებით, თუ რა იგულისხმებოდა კონკრეტულ განცხადებებში და მოვისმინეთ ის, რაც მოვისმინეთ დღესაც. კიდევ ერთხელ, მთავარია ის, რომ გვქონდეს ერთიანი პოზიცია და პოზიცია არის მარტივი, კიდევ ერთხელ, აგრესორი 2008 წელს, ომის დამწყები და ყველაფერი იყო რუსეთის ფედერაცია, თუმცა, ის თავის აგრესიულ სცენარს ვერ განახორციელებდა, რომ არა მიხეილ სააკაშვილის დანაშაულებრივი, მოღალატეობრივი თუ არ ვიცი, რა დავარქვა, ქმედებები.

ამის შესახებ პარლამენტის თავჯდომარემ ირაკლი კობაიძემ თქვა.

კომენტარები