არჩევნები 2018

ზურაბიშვილი: ამომრჩეველმა თქვას, მე ვარ მოღალატე თუ ისინი, ვინც ტერიტორიები დაგვაკარგვინა

მე არ ვაპირებ, რომ ვიყო იმ რეჟიმში, რომელიც ახასიათებს ამ ქვეყანას, რომ რუსთავი ორი და ნაციონალები დღის წესრიგს აწესებენ და ჩვენ ვპასუხობთ, მე არ ვპასუხობ იმათ რაღაცა კრიტიკაზე თუ არაკრიტიკაზე, ამომრჩეველმა გადაწყვიტოს, მე როგორ ვლაპარაკობ, ესმის ჩემი ენა თუ არ ესმის ჩემი ენა, მენდობა თუ არ მენდობა, მე ვარ მოღალატე თუ ისინი, ვინც ისე წავიდნენ, რომ ამ ქვეყანას დააკარგინეს ის ტერიტორიები, რომელიც ესოდენ მნიშვნელოვანია და დღეს არის ოკუპირებული, რომლებმაც გადააქციეს კოდორი ზემო აფხაზეთად, რომლებმაც გააფართოვეს კოდორის ზონა, დაარქვეს სამხრეთ ოსეთი, ჩაატარეს საპრეზიდენტო არჩევნები არაღიარებულ ქვეყანაში, ესენი რა არიან და მე ვარ მოღალატე, რომელივ ვიზრდებოდი, თქვენც ახსენეთ, ემიგრაციის ოჯახში

პრეზიდენტობის ქართული ოცნების მიერ მხარდაჭერილი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი გადაცემაში "პირისპირ".

კომენტარები