არჩევნები 2018

ზურაბიშვილი: ქართველობის კუთხით ყველაზე უარესი კამპანიაა, რაც ოდესღაც ჩატარებულა

...ეს უაზრო რაღაცა ჩაციკვლვა რაღაც სიტყვებში, რომელიც არის ამოგლეჯილი კონტექსტიდან...მე მაქვს ერთი დიდი განცხადება, რომელსაც დავარიგებ თუ გინდათ. ფეისბუქზე, ყველგან არის და ყველას შეუძლია, მოისმინოს, წაიკითხოს, რაც უნდა... მე ვთვლი, რომ საპრეზიდენტო არჩევნები იმ ქვეყანაში, თუ ეს ქვეყანა არის ნამდვილად ევროპული, არ უნდა იყოს იმ თემებზე, რომელიც არის ცილისწამება და ცილისწამებაზე გაუთავებელი მსჯელობა არის სამარცხვინო იმ ქვეყნისთვის, რომელიც თვლის თავს როგორც ევროპულ ქვეყნად, რომელსაც უნდა, ევროკავშირში შევიდეს, ეს კამპანია როგორც ტარდება, არის წარმოუდგენელი, მე მგონი, ეს ყველაზე უარესი კამპანიაა, რომელიც ოდესღაც ჩატარებულა საქართველოში ამ კუთხით, ადამიანობის, ზრდილობის და რაც გინდა, ქართველობის კუთხით

პრეზიდენტობის ქართული ოცნების მიერ მხარდაჭერილი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი იმედის გადაცემაში "პირისპირ".

კომენტარები