მარიხუანის მოხმარების ლეგალიზება

სასულიერო პირი: ოჯახებში არ გამოგლეოდეთ ჯაფარიძისნაირი პერსონები, წყევლად იღებთ თუ ლოცვად?

ირონიით არ გეუბნებით, გულისტკივილით გეუბნებით, [საკონსტიტუციო სასამართლოს] იმ ოთხ მოსამართლეს [მინდა, მივმართო], ტურავა და ჩამოთვლილია აქ, გული გაგისკდება, ოჯახები არ ჰყავთ ამათ კაცო?

ამ ადამიანებს, ოთხ მოსამართლეს, მათ მიმდევრებს, ვინც იცავს მათ გადაწყვეტილებას, თუნდაც დეპუტატები ბრძანდებოდეთ, რომ დაგლოცოთ ასე - თქვენ ოჯახებში არ გამოლეულიყოს ჯაფარიძისნაირი თავისუფლად განვითარებული პერსონები, ამას წყევლად მიიღებდით თუ დალოცვად?

მამა დავით ლასურაშვილი პარლამენტის იურიდიული კომიტეტის სხდომაზე. სასულიერო პირები მარიხუანის მოხმარების ლეგალიზებაზე საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას აკრიტიკებენ.

კომენტარები