სასულიერო პირი: არ შეიძლება, რომ მარიხუანის მომხმარებლისთვის რეესტრი შევქმნათ?

მაქვს კონკრეტული გამოსავალი თქვენთვის შესათავაზებული - ხომ არ შეიძლება, რომ ადამიანს, რომლებსაც არ ესმის არც ეკლესიის ხმა, არც კანონის ხმა, არც მორალის ხმა, არაფერი არ ესმის, ხომ არ შეიძლება, არსებობდეს ნებაყოფლობითი რეესტრი, ამ რეესტრში დარეგისტრირდეს ის, ვისაც პრივატულ სივრცეში უნდა მოწევა, მათ, თუ აღმოუჩნდებათ რომელიმე შემოწმების დროს, რომ 20 დღის წინ მოიხმარეს მარიხუანა, არ დადგება მძიმე პასუხისმგებლობა.

თუ დაურეგისტრირებელი ადამიანი მოიხმარს და აღმოჩნდება, რომ არ დარეგისტრირებულა და ისე მოიხმარს, მაშინ მასზე იყოს განსაკუთრებული სასჯელი, თან ამ რეესტრში გაწევრიანებულ ადამიანებს შეეზღუდოს სამოქალაქო პასუხისმგებლობა, სამსახურის მხრივ, საპასუხისმგებლო სამსახურების შესრულება. ხომ არ შეიძლება, ეს გაკეთდეს? მესმის, ამ კანონში შეიძლება არ კეთდებოდეს, მაგრამ გარდამავალ დებულებაში რომ აღიწეროს, რომ შემდგომში მოხდეს ამის რაღაც სახით მიღება

დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე პარლამენტის იურიდიული კომიტეტის სხდომაზე. სასულიერო პირები მარიხუანის მოხმარების ლეგალიზებაზე საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას აკრიტიკებენ.
მოკლე ბმული:

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

იოკო ონომ ჯონ ლენონის Imagine-ის ახალი ვერსია გამოუშვა

კომენტარები