2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნები

კუკავა: ზურაბიშვილის არჩევა ნარკომაფიის ლობირებას და ეკლესიის წინააღმდეგ შეტევას ნიშნავს

ძალიან სამწუხაროა, რომ ხალხისა და ხელისუფლების, ხალხისა და ნარკომაფიის დაპირისპირებაში, ეკლესიისა და ნარკომაფიის დაპირისპირებაში, ის გამოდგა ნარკომაფიის ლობისტი. ის გააღიზიანა, არა ნარკომაფიის მცდელობამ, რომ პარლამენტში გაეტანათ თავიანთი სასურველი კანონპროექტი. არამედ, ის გააღიზიანა ეკლესიის პროტესტმა. ყველა ადამიანმა, რომელიც 28 ოქტომბერს წავა არჩევნებზე, უნდა იცოდეს რომ სალომე ზურაბიშვილის არჩევა ერთდროულად ნიშნავს, როგორც მარიხუანის ლეგალიზაციას და ნარკომაფიის ლობირებას ამ ქვეყანაში. ასევე, ნიშნავს ეკლესიის წინააღმდეგ ახალ შეტევას

ამბობს ”თავისუფალი საქართველოს” პრეზიდენტობის კანდიდატი კახა კუკავა. "ქართული ოცნების" მხარდაჭერილმა საპრეზიდენტო კანდიდატმა, სალომე ზურაბიშვილმა თქვა, რომ სასულიერო პირები პოლიტიკურ საქმეებში ერევიან. ის ამბობს, რომ პრეზიდენტად არჩევის შემთხვევაში, ამას გააკონტროლებს.

კომენტარები