ბაქრაძე: ლეგალიზაცია აწუხებს ეკლესიას, საზოგადოებას, მარტო ხელისუფლებამ არ უნდა გადაწყვიტოს

რა თქმა უნდა, სახელმწიფო და ეკლესია არის გამოყოფილი ერთმანეთისგან, მაგრამ ნარკოტიკების ლეგალიზაცია არ არის ის თემა, სადაც გადაწყვეტილება უნდა მიიღოს მხოლოდ ხელისუფლებამ. ეს არის თემა, რომელიც აღელვებს და აწუხებს მთელ საზოგადოებას, მათ შორის რა თქმა უნდა აღელვებს და აწუხებს ეკლესიას და სასულიერო პირებს. ამიტომ ქალბატონი ზურაბიშვილის განცხადება, რომ ის გააპროტესტებს სასულიერო პირების ჩართულობას ამ პროცესში, ნიშნავს მხოლოდ იმას, რომ ქალბატონ ზურაბიშვილს წარმოდგენა არ აქვს რა აწუხებს დღეს ჩვენ საზოგადოებას და როგორი დამოკიდებულებაა ქვეყანაში ნარკოტიკების მიმართ და წარმოდგენა არ აქვს რა როლს ასრულებს და რა ადგილი უჭირავს ქართულ ეკლესიას ჩვენი საზოგადოების ცხოვრებაში

ევროპული საქართველოს საპრეზიდენტო კანდიდატი, დავით ბაქრაძე ქართული ოცნების საპრეზიდენტო კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებას ეხმაურება. სალომე ზურაბიშვილმა გუშინ, 18 სექტემბერს თქვა, რომ სასულიერო პირები "ერევიან იმაში, რაც არაა მათი საქმე და რაშიდაც არ უნდა ერეოდნენ", მონაწილეობენ საარჩევნო კამპანიაში და მას ექნება ძლიერი პროტესტი კონკორდატის შესრულებაზე.
მოკლე ბმული:

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ლაშა ბუღაძე

კომენტარები