ბოკერია: პოლიტიკური ოპონენტის წინააღმდეგ ეკლესიის გამოყენება მიუღებელია

საზოგადოების ნებისმიერ წევრს და მათ შორის სასულიერო პირებსაც სრული უფლება აქვთ პოზიცია ჰქონდეთ ნებისმიერ მიმდინარე მწვავე დისკუსიაში, მაგრამ ეკლესიას, როგორც ინსტიტუტს არ აქვს ვეტოს უფლება. ჩემთვის მიუღებელია პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ, ვინც არ უნდა იყოს ის, თუნდაც სალომე ზურაბიშვილი ეკლესიისა და რელიგიური გრძნობების გამოყენება.

ევროპული საქართველოს წევრი, გიგა ბოკერია მარიხუანას ლეგალიზაციასთან დაკავშირებით სასულიერო პირების განცხადებებს ეხმაურება. ის ასევე საუბრობს ქართული ოცნების საპრეზიდენტო კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებაზე, რომელმაც გუშინ, 18 სექტემბერს თქვა, რომ სასულიერო პირები "ერევიან იმაში, რაც არაა მათი საქმე და რაშიდაც არ უნდა ერეოდნენ", მონაწილეობენ საარჩევნო კამპანიაში და მას ექნება ძლიერი პროტესტი კონკორდატის შესრულებაზე.
მოკლე ბმული:

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ხათო ფსუტური

კომენტარები