ვოლსკი: გული გამისკდა, ახალგაზრდები, განსაკუთრებით გოგონები რომ მოადგნენ ზურაბიშვილის შტაბს

გული გამისკდა, რო დავინახე ახალგაზრდა, განსაკუთრებით გოგონები, ქალბატონები რომლებიც მოადგნენ იმ დღეს სალომე ზურაბიშვილის შტაბის პრეზენტაციის დროს ამ ტერიტორიას და ხელში პლაკატებით... ვინ არი, რომელი უფროსი თაობის ადამიანები არიან, ვინც შთააგონა ახალგაზრდებს, რომ ასეთი პლაკატებით შეიძლება ადამიანზე მიიტანო შეტევა. მაშინ როდესაც არათუ არგუმენტი არაგაქ, საპირისპირო არგუმენტები ბევრი არსებობს. ასე რო, უბედურებაში ვართ გახვეული და მე ვფიქრობ, რომ ეს არჩევნები კიდევ ერთ ნაბიჯს გადადგამს, რომ ამ უბედურებას თავი დავაღწიოთ

"ქართული ოცნების" დეპუტატი, გიორგი ვოლსკი პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სალომე ზურაბიშვილის შტაბის გახსნის დღეს გამართულ აქციას გამოეხმაურა. ახალგაზრდებს ხელში ეჭირათ პლაკატები წარწერით: "შენ ხარ მოღალატე", "მოღალატე".
მოკლე ბმული:

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ტოჩინოშინმა იოკოძუნა კაკურიუ დაამარცხა, მას მიზნამდე ერთი ნაბიჯი დარჩა

კომენტარები