სახელმწიფო და ეკლესია

მეუფე ანტონი ზურაბიშვილზე: მრევლის საზრუნავი ეკლესიას არ ეხება? ფაქტია, უჭირს აზროვნებაში

მღვდელმთავრები რომ გავხდით, ეს იმას კი არ ნიშნავს, რომ ჩვენ მოქალაქეები არ ვართ ამ ქვეყნისა, როგორც მოქალაქეები და მერე მეორე, ჩვენ, ჩვენს სულიერ მრევლს რაც ეხება, ყველაფერი გვეხება, სულიერი მრევლის დეგრადაციას რაც ეხება, ყველაფერი გვეხება.

რატომ ფიქრობს ასე, რატომ აქვს ასეთი აზროვნება, არ ვიცი, რას ჰქვია, ჩვენ არ გვეხება, მრევლი ვის ეხება? მრევლის კეთილდღეობა, მრევლის საზრუნავი ვის ეხება? ეკლესიას არ ეხება? საიდან მოაქვს ეს დასკვნები? ალბათ, ნუ, აშკარაა, ფაქტია, უჭირს აზროვნებაში

ვანისა და ბაღდათის მიტროპოლიტი, მეუფე ანტონი რუსთავი 2-თან საუბარში, პრეზიდენტობის ქართული ოცნების მიერ მხარდაჭერილი კანდიდატის სალომე ზურაბიშვილის განცხადებას აფასებს, რომლის მიხედვითაც, "როგორ შეიძლება, ეკლესია ამ დონეზე იღებდეს მონაწილეობას საარჩევნო კამპანიაში და სხვათაშორის, როგორც პრეზიდენტი, როგორც პასუხისმგებელი ეკლესიის და სახელმწიფოს შორის კონკორდატის შესრულებაზე, მე ამაზე მექნება ძალიან ძლიერი პროტესტი, რადგან ეს არის დარღვევა ყველა იმ შეთანხმების, რაც არსებობს მართლმადიდებელ ეკლესიას და სახელმწიფოს შორის, რომ ჩაერიოს ამ დონით და პირდაპირ ბრალდებებით, ეკლესიის ამ დონის ფიგურები ერევიან იმაში, რაც ნამდვილად არ არის მათი საქმე და რაშიდაც არ უნდა ერეოდნენ".

კომენტარები