პატრიოტთა ალიანსი

ინაშვილი ჩხეიძის მიერ ფრაქციის დატოვებაზე: ჩვენ სხვაგვარად ვხედავთ რეალობას

ჩვენ სხვაგვარად ვხედავთ რეალობას. ქალბატონი ნატო სხვაგვარად ხედავს რეალობას. არასათანადო მხარდაჭერა არ გამოვუცხადეთ- ჩვენ ასე არ ვფიქრობთ. მისი სუბიექტური აღქმა ასეთია. სადავოც არაფერი არ არის ამ შემთხვევაში. ჩვენ არასდროს არ დაგვიხუჭავს თვალი. პარლამენტის ტრიბუნიდან გვისაუბრია იმაზე რომ ბიზნესში რთული პრობლემებია და გვილაპარაკია ბევრ მწვავე თემაზე იგივე აქციზების თემაზე გადასახადების მომატებაზე, მაგრამ ეს არ არის აქტუალური ამ შემთხვევაში. აქტუალურია ის, რომ ჩვენი ფრაქცია ამ ეტაპზე შენარჩუნებულია როგორც ფრაქცია. ქალბატონმა ნატომ დატოვა პარტია მაგრამ არა ფრაქცია ამ ეტაპზე. მე გითხარით, რომ ნაადრევი იყო კაპანაძე-ბოკერიას სიხარული. საერთოდაც, მომავალშიც ნაადრევი იქნება

ამბობს "პატრიოტთა ალიანსის" ლიდერი, ირმა ინაშვილი, დეპუტატ ნატო ჩხეიძის მიერ ფრაქციის დატოვების მიზეზებზე. ჩხეიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე თქვა, რომ ტელეკომპანია „იბერიას“ საკითხზე „პატრიოტთა ალიანსის“ მხრიდან არასათანადო მხარდაჭერის გამო ფრაქცია დატოვა. 

კომენტარები