პატრიოტთა ალიანსი

ინაშვილი: ფოფხაძისთვის არაფერი შემითავაზებია, ბატონო გედი შეგიძლიათ მშვიდად იყოთ

გულწრფელად გეტყვით, არავითარი კონსულტაციები არ მიგვყავს ახლა ჩვენ. პირდაპირ შემიძლია ვთქვა, გედი ფოფხაძისთვის არაფერი არ შემითავაზებია. ბატონო გედი შეგიძლიათ მშვიდად იყოთ. თქვენც იგივეს დამიდასტურებთ, რომ შემითავაზებია თქვენთვის გადმოსვლა ჩვენთან. ასევე არაფერი არ შეგვითავაზებია ბატონი ჭიჭინაძესთვის. არ დავლაპარაკებივარ და არცერთ სხვა დეპუტატსაც

ამბობს "პატრიოთთა ალიანსის" ლიდერი ირმა ინაშვილი. იმის გამო, რომ დეპუტატმა ნატო ჩხეიძემ "პატრიოტთა ალიანსი" დატოვა, შესაძლოა ფრაქცია დაიშალოს. ჩხეიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე თქვა, რომ ტელეკომპანია „იბერიას“ საკითხზე „პატრიოტთა ალიანსის“ მხრიდან არასათანადო მხარდაჭერის გამო ფრაქცია დატოვა. დღეს პარტიის წევრმა ადა მარშანიამ თქვა, რომ გუნდი გეგმავს დეპუტატ გედევან ფოფხაძეს შესთავაზოს ფრაქციაში გადასვლა.

კომენტარები