არჩევნები 2018

გოგიჩაიშვილი: სალომე ზურაბიშვილმა მთელი თავის ცხოვრება საქართველოს სიყვარული გულით ატარა

სალომე ზურაბიშვილს, რომელიც დაიბადა იქით, იმ სამყაროში, რომელსაც თავისუფალი სამყარო ერქვა, გაიზარდა საქართველოს განცდით. მთელი თავის ცხოვრება საქართველოს სიყვარული გულით ატარა, ჩამოვიდა ამ ქვეყანაში, გახდა საგარეო საქმეთა მინისტრი. მისი ხელმოწერით და მისი უშუალო ადვოკატირებით დაჩქარდა რუსული ჯარების გაყვანის პროცესი. ადამიანი, რომელიც გადადგა და იმ უპასუხისმგებლობას დაუპირისპირდა, რასაც ამ ქვეყანაში ერქვა ადამიანის უფლებების დარღვევა და ერთ-ერთი აქტიური მხარდამჭერი იყო ადამიანის უფლებების დაცვის ამ ქვეყანაში, ბოლომდე მიდიოდა იმ რეჟიმის წინააღმდეგ. მე ძალიან ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი გაიმარჯვებს. ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი არის ძალიან ღირსეული ადამიანი თავისი განვლილი ცხოვრების გზით. მას აქვს მკაფიო პოზიცია რუსეთის აგრესიასთან დაკავშირებით. მე დიდი იმედი მაქვს, რომ ქართული საზოგადოება მას გამოუცხადებს სრულ მხარდაჭერას

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ლევან გოგიჩაიშვილი.

კომენტარები