მარიხუანის კულტივაცია

წულუკიანი მარიხუანის კულტივაციაზე: თუ ეკონომიკურ მდგომარეობას შვებას მისცემს, რატომაც არა

მნიშვნელოვანია ჩემთვის პირადად რომ ამ საკითხის [მარიხუანის კულტივაცია] განხილვა მოხდეს რაც შეიძლება მშვიდ და ემოციებისგან დაცლილ გარემოში. მესმის რომ ჩვენთვის და ჩემთვისაც მათ შორის, ყველასთვის ეს თემა ვერ იქნება ის თემა, რომლის მიმართაც ვინმე გულგრილი იქნება, მაგრამ ეს იმდენად კომპლექსური და მნიშვნელოვანი საკითხია, რომ ჩვენ ყველამ ერთად უნდა გადავწყვიტოთ რა ჯობს ჩვენი ქვეყნის მომავალი განვითარებისთვის, შევაფასოთ ეკონომიკური შედეგი ამ რეფორმის. თუ ყველა ერთად ჩავთვლით რომ ეს ის შედეგია, რომელიც ჩვენს საკმაოდ შეჭირვებულ ეკონომიკურ მდგომარეობას საზოგადოებისა შვებას მისცემს და მკაცრი კონტროლის ქვეშ უზრუნველყოფს სახელმწიფო იმას რომ შიდა ბაზარზე ეს ნივთიერება არ გავრცელდეს. შეიძლება ჩავთავლოთ, რომ რატომაც არა. 

მე არ ვთვლი, რომ რაიმე სანერვიულო არის წინასწარ ან პანიკის საფუძველი არსებობს, რადგან მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივის მიზანი იყო ერთადერთი რომ ჩვენმა ეკონომიკამ, რაკი ჩვენ გვაქვს ძალიან მნიშვნელოვანი გამოცდილება სასოფლო სამეურნეო ინდუსტრიის სფეროში, დაიკავოს საერთაშორისო ეკონომიკაში გარკვეული ნიშა ან ნიშები, რაც შემოუტანს შემოსავალს ჩვენს ქვეყანას

ამბობს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი.

კომენტარები