ეკლესია და სახელმწიფო

ნოდია: სააკაშვილს თუ მისივე ჩამომგდები ეკლესიის იმედი აქვს, ცუდადაა მისი საქმე

...სერიოზულად თუ შევხედავთ, ყველა მხრიდან ფარისევლობის ზეიმია. სალომე ზურაბიშვილი ახლა გააბრაზა ეკლესიის გაპოლიტიკურებამ, მას რომ შეეხნენ: 2012-ში ფაქტობრივად მისი პარტია, „ქართული ოცნება“ ეკლესიის აქტიური დახმარებით (შეიძლება, ამ დახმარების წყალობით) რომ მოვიდა ხელისუფლებაში, მაშინ არ იყო პრობლემა. ასევე, გამახსენეთ, პატრიარქი 2012-ში საჯაროდ თუ უბრაზდებოდა საკუთარი ეკლესიის მსახურებს, პოლიტიკაში ნუ ერევითო.

მიხეილ სააკაშვილი ხელისუფლებაში ყოფნის დროსაც ცდილობდა ეკლესიის მეგობრად თავის წარმოჩენას - გასაკვირი აქ არაფერია. მაგრამ ახლა რასაც აკეთებს, სასოწარკვეთის ჟესტია. მისივე ჩამომგდები ეკლესიის იმედი თუ აქვს, რომ ხელისუფლებაში დაბრუნდეს, ესე იგი ცუდადაა მისი საქმე.

რაც მთავარია, სწორი და სამართლიანი რაა, ის ვთქვათ. ღვთისმსახურებს სრული უფლება აქვთ, პოლიტიკური განცხადებები აკეთონ, როგორც ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია. კონკორდატს მათთვის ამის უფლება არ ჩამოურთმევია, სალომე ზურაბიშვილი ამაშიც ცდება. შეიძლება, ამით შიდასაეკლესიო დისციპლინას არღვევენ - ამისთვის უწმინდესმა სინოდმა ან მისმა გენერალურმა ინსპექციამ დასაჯოს, ეს არაა ჩემი საქმე

პოლიტოლოგი გია ნოდია Facebook-ში წერს.

კომენტარები