რომან გოცირიძე

გოცირიძე წულუკიანზე: რამდენიც ზემოთ არის, ორი იმდენი არის ქვემოთ

როგორც ჩანს იმდენად დიდია ხელისუფლებაში მოკალათებული ადამიანების სიხარბე, რომ კვლავ აპირებენ კანაფის კულტივაციის შესახებ კანონის გათრევას. ჩვენ მოვითხოვთ, რომ დღესვე დაუყოვნებლივ იქნას  ეს კანონი გაწვეული პარლამენტიდან. აბსოლუტურად უტიფარი განცხადება იყო  იუსტიციის მინისტრის ქალბატონ  წულუკიანის, რომელმაც  თქვა, რომ თუ კი რაღაც ფულს იშოვის საწყალი ორ კაპიკს, დათესოს კანაფი, მერე რაო. თქვენ გგონიათ, რომ ის მართლაც ასეთი სულელია, რომ ასეთ განცხადებებს აკეთებს. არ არის ის სულელი, რამდენიც ზემოთ არის ორი იმდენი არის ქვემოთ. დაავალა ივანიშვილმა

ენმ-ის წევრი რომან გოცირიძე იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის განცხადებაზე. ცნობისთვის, თეა წულუკიანმა მარიხუანის კულტივაციაზე თქვა, რომ "თუ ეკონომიკურ მდგომარეობას შვებას მისცემს, რატომაც არა."

კომენტარები