მამუკა ბახტაძე

ბახტაძე: ტრამპის პირდაპირი ინტერაქცია რუსეთთან პოზიტიური და ნაყოფიერია

ჩვენ ძალიან მოხარულები ვართ პრეზიდენტ ტრამპის გადაწყვეტილებით, ჰქონდეს დიალოგი რუსეთთან, იმიტომ რომ დიალოგს ალტერნატივა არ აქვს. მაგრამ, რა თქმა უნდა, უნდა გავითვალისწინოთ რეგიონული კონტექსტიც, იმიტომ რომ ტურბულენტობა იზრდება. მაგრამ, პირდაპირი ინტერაქცია რუსეთთან, ყველაზე მაღალ დონეზე, რაც შესაძლებელია, ვფიქრობ, რომ არის ნამდვილად პოზიტიური და ნაყოფიერი.

ასე მამუკა ბახტაძემ Fox News-ის ჟურნალისტის, ბრეთ ბაიერის კითხვას უპასუხა ტრამპის ადმინისტრაციის დამოკიდებულების შესახებ რუსეთის მიმართ. "აშშ-ში პრეზიდენტ ტრამპის კრიტიკოსები ამტკიცებენ, რომ ის და მისი ადმინისტრაცია არ არის საკმარისად მკაცრი რუსეთის მიმართ. თქვენი გადმოსახედიდან, ფიქრობთ თუ არა, რომ ეს ადმინისტრაცია არის (საკმარისად მკაცრი)?", - იკითხა ჟურნალისტმა. 

კომენტარები