არჩევნები 2018

ელისაშვილი: სალომე ზურაბიშვილი არის ულვაშებგაპარსული სერგო ორჯონიკიძე

თავიდანვე ასეთი პირი უჩანდა, რომ არანაირი დამოუკიდებელი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი არ იქნებოდა. სალომე ზურაბიშვილი არის ულვაშებგაპარსული სერგო ორჯონიკიძე, არ გამოვრიცხავ, რომ სერგო ორჯონიკიძესაც ცისფერი თვალები ჰქონოდა, იმიტომ, რომ შავ-თეთრი ფოტოები გვაქვს მხოლოდ ნანახი. ეს არის მეხუთე კოლონის წარმომადგენელი, სუფთა რუსული პროექტი. ორჯონიკიძე შულავერიდან შემოვიდა და ესენი პირდაპირ ერეკლეს მოედანზე არიან დაბუდებულები, ქართული ოცნების ოფისში. სალომე ზურაბიშვილი ერთმნიშვნელოვნად რუსული პროექტია და ასევე, შეურაცხყოფაა ამ ქვეყნისთვის მისი კანდიდატურის დაყენება და ქართული ოცნებისგან მხარდაჭერა

თბილისის მერობის ყოფილი კანდიდატი ალეკო ელისაშვილი პალიტრანიუსის გადაცემაში - 360 გრადუსი.

კომენტარები