მარიხუანის კულტივაცია

ვაშაძე: საკონსტიტუციო ცვლილებისთვის ერთ წამში შევაგროვებ 200 000 ხელმოწერას

ეს ცვლილება რომ შევიდეს კონსტიტუციაში, ამისთვის საჭიროა 200 000 ხელმოწერის შეგროვება, მე ვიწყებ ამ კამპანიას დღეიდან. ერთ წამში შევაგროვებ 200 000 ხელმოწერას, პირობას გაძლევთ, შევიტანთ და მივაღწევთ იმას, რომ არასოდეს საქართველოში არავინ აღარ გაიფიქროს, ვაზის ქვეყანა გადააქციოს მარიხუანას და ნარკოტიკების ქვეყანად

ძალა ერთობაშიას საპრეზიდენტო კანდიდატი, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი გრიგოლ ვაშაძე ითხოვს, კონსტიტუციით "კატეგორიულად აიკრძალოს საქართველოში იმ მცენარეების კულტივაცია, რომლისგანაც შეიძლება ნარკოტიკების დამზადება".

კომენტარები