პარლამენტი

ცქიტიშვილი: პარლამენტის თბილისში გადმოტანა ქუთაისის სტატუსს არ დააკნინებს

იქნება თუ არა ქუთაისი საპარლამენტო ქალაქი, ნამდვილად არ დააკნინებს არც ქუთაისის სტატუსს და არც ქუთაისის განვითარების შესაძლებლობებს შეაფერხებს. მგონია, რომ ამ გადაწყვეტილებით ძალიან ბევრ ხარჯებსაც ავცდებით. გვქონდა ბევრი სატრანსპორტო ინციდენტი. ოჯახებს უწევთ ნაწილობრივ თბილისში და ნაწილობრივ ქუთაისში ცხოვრება და ამ შემთხვევაში, მე არ ვგულისხმობ დეპუტატებს, ვგულისხმობ უშუალოდ მთელ იმ პერსონალს, იმ აპარატს, რომელიც პარლამენტის მუშაობას უზრუნველყოფს.

პირველ არხთან ამბობს საქართველოს ვიცეპრემიერი და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი. პარლამენტის თბილისში გადმოტანას ქართული ოცნება საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ გეგმავს. ცვლილება პარლამენტის რეგლამენტში შედის. ახალ კონსტიტუციაში აღარ იქნება ჩანაწერი, რომელიც ქუთაისის საპრეზიდენტო სტატუსს განსაზღვრავს.

კომენტარები