ბოკერია: ზოგადად ვიცოდით ხელისუფლების ცუდ ქცევაზე, კომისიამ კი ამის ფაქტები დაადგინა

ყველამ ვიცით, რომ იმ ერთ დასკვნაში, რომელიც კომისიას აქვს და არა პროექტში, დასკვნა უკვე დადებულია, დადგინდა ახალი ფაქტები. საზოგადოებამ ზოგადად იცოდა, რომ ხელისუფლება ცუდად მოიქცა, მაგრამ დადგინდა კონკრეტული ფაქტები, კერძოდ, გამოძიების საწყის ეტაპზე კი არა, ყველა ეტაპზე, არსებობდა საკმარისი მტკიცებულებები ახალი ფიგურანტის, მიხეილ კალანდიასთვის ბრალის წასაყენებლად, მკვლელობაში თანამონაწილეობისთვის. პირდაპირ გეუბნებით, დადგინდა ახალი მტკიცებულებები ამ ბრალდების წასაყენებლად მიხეილ კალანდიასთვის. კონკრეტული რამე დადგინდა და ხვალ თქვენ მოგთხოვენ პასუხს იმაზე, თუ მთავრობა ნაბიჯებს არ გადადგამს და თუ გადადგამს, მერე ვნახავთ ჩვენს შორის როგორი იქნება აქ საუბარი.

ევროპული საქართველოს წევრი, გიგა ბოკერია პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დროებითი საგამოძიებო კომისიის მიერ დადგენილ დასკვნაზე საუბრობს.

კომენტარები