ბოკერია: კომისიის მტკიცებულებებით, გამოძიება უნდა დაიწყოს შოთაძის, ფხაკაძის, ფიფიას მიმართ

კომისიამ დაადგინა, როგორ გააფუჭეს ეს საქმე, როგორ გააყალბეს მტკიცებულებები, კონკრეტული პირები დაადგინა, ვის მიმართაც არსებობს კონკრეტული მტკიცებულებები, რომ გამოძიება დაიწყოს. ეს პირები არიან; შოთაძე, ფხაკაძე, ფიფია - კონკრეტული პირები. კარგი სცენარი თქვენთვის და თქვენი მთავრობისთვის არ არსებობს, უკვე ცუდი სცენარია. მიიღო საზოგადოებამ სიგნალი, რომელიც მართლაც და ძველ წარსულში იყო, თუ ახლობელი გყავს ახალგაზრდას სისტემაში, შეუძლია, რომ გამოძვრეს. ასეთი მთავრობა გვყავს, ასეთი საგამოძიებო სტრუქტურები - ეს უკვე ცუდია.

არსებობს ბევრად უარესი სცენარები, თუ ამ კომისიის დასკვნის შემდეგ, ამ კონკრეტული ფაქტების გამოვლენის შემდეგ, რომელზეც ყველამ იცით, რომ ასეა, თუ ამის შემდეგ არ გადაიდგმება კონკრეტული ნაბიჯები, ზიანი ჩვენი საზოგადოებისთვის, ჩვენი ახალგაზრდებისთვის და ცალკე არებული, ამაზე ბევრად ნაკლებად მნიშვნელოვანი, მაგრამ, პოლიტიკური კატასტროფული ზიანი თქვენთვის იქნება უმძიმესი. ამიტომ გამოსავალი არის ერთი, მთავრობამ ამ დასკვნის შემდეგ და საგამოძიებო ორგანოებმა, პროკურატურამ, მისმა ახალმა ხელმძღვანელმა, შინაგან საქმეთა მინისტრმა, უნდა გადადგან კონკრეტული ნაბიჯები და მერე იხსენეთ წარსული, თქვით როგორი კარგები ხართ და როგორი ცუდი იყო წინა მთავრობა, კი ბატონო, ოღონდ ნაბიჯები უნდა გადაიდგას.

ევროპული საქართველოს წევრი, გიგა ბოკერია პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დროებითი საგამოძიებო კომისიის მიერ დადგენილ დასკვნაზე საუბრობს და მიმართავს მთავრობასა და საგამოძიებო სტრუქტურებს.

კომენტარები