იბერია

სააკაშვილი: 2004-ში "იბერიაში" შეჭრა იყო დიდი შეცდომა და გადაცდომა

პირდაპირ მინდა გითხრათ, რომ ეს მიმაჩნია დიდ შეცდომად. მაგრამ მინდა გაითვალისწინოთ, რომ 2004 წლის თებერვალში ჩვენ ვიყავით სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლაში აჭარის მმართველ ასლან აბაშიძესთან. მაშინ ოქრუაშვილმა, რომელიც გამოირჩეოდა გადაჭარბებებით და ცუდი რაღაცეებით, რის გამოც ბოლოს შეექმნა ჩვენთან პრობლემა, გადაწყვიტა რომ ეს იქნებოდა ასლან აბაშიძესთან ბრძოლის ნაწილი. მაგრამ არცერთ წუთს, იმის მიუხედავად, რომ ეს იყო დიდი შეცდომა, გადაცდომა და ყველაფერი უბედურება, არავის და მითუმეტეს მეც, არ მოგვითხოვია ტელევიზიის დამფუძნებლისგან ქრთამი, არ გამოგვირთმევია ქრთამი, არ გამოგვიძალია ფული. ჩვენ თუ მიგვქონდა ფული და პირდაპირ გეტყვით, ესეც არ იყო სწორი, მიგვქონდა ფული ბიუჯეტში - "მოდი ავაშენოთ რაბათი", "მოდი ავაშენოთ სიღნაღი" რაც მაბადია აგერ მაქვს აქ. შეადარეთ ეს მილიარდერ ყაჩაღ ივანიშვილს. 

ტელეკომპანია "იბერიას" ეთერში ამბობს საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი. შეგახსენებთ რომ 2004 წელს ტელეკომპანია იბერიას დამფუძნებელი ზაზა ოქუაშვილი იყო ასლან აბაშიძის პოლიტიკური პარტია "აღორძინების" წევრი.

კომენტარები