მიხეილ სააკაშვილი

სააკაშვილი: ივანიშვილს ჰგონია, რომ ყველას ჩააჩუხანებს

ივანიშვილს ქვეყანაში არსებული ყველა კაპიკი მიაჩნია თავისად. მას მიაჩნია რომ საქართველო იყიდა, ამ კაცს ჰგონია რომ თუ გამოგრთავთ თქვენ [მიმართავს ტელეკომპანია იბერიას] პოლიტიკა საქართველოში გაქრება, მას ჰგონია რომ თუ პარლამენტს გადმოიტანს თბილისში პოლიტიკა გაქრება, მას ჰგონია რომ თუ ყველას ჩააჩუხანებს, გააყალბებს, პოლიტიკა საქართველოში აღარ იქნება. რა გააკეთა მან მარიხუანაზე - აღმოაჩინა რომ ბიტკოინების ქარხანა, რომლის გამოც მოსახლეობას დენი გაუძვირდა შემოსავალს აღარ წერს, მაგრამ ახლა თანამედროვე კრიპტოვალუტა მიბმულია მარიხუანაზე. იფიქრა რა მაგარი რაღაცააო და დათვალა და თქვა რომ თუ ნოემბრამდე ვერ დავთესე 2019-მდე შემოსავალი ჩამივარდება. თქვა "სულერთია არჩევნებია, არ არის არჩევნები, მაინც დავთესავ", მიაჩნდა რომ პოლიტიკა ქვეყანაში აღარაა, საპატრიარქოზე ფიქრობს რომ უკვე დისკრედიტირებული ჰყავდა. პოლიტიკურ ოპოზიციაზე მიაჩნდა რომ გავაშავებ და ირმა ინაშვილიც დამეხმარება "ცოცხების ძახილით და ამბით", იქვე მყავს ზურა ჯაფარიძე, რომელსაც თავის დროზე ფული მისცა რომ ენმ-დან წასულიყო და მერე დადგეს ეს ყალბი ამბავი ბასიანის, რომ ვითომ ზურა ჯაფარიძე წავიდა და თავის ფეხით საკონსტიტუციოში და მოიგო რაღაც საქმე - ეს ყველაფერი არის ბლეფი. 

ტელეკომპანია იბერიას ეთერში ამბობს საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი

კომენტარები