მიხეილ სააკაშვილი

სააკაშვილი: ზურაბიშვილმა თურქეთში ვიზიტისას სტამბოლს კონსტანტინოპოლი უწოდა

ის ჩავიდა თურქეთში და თავის საჯარო გამოსვლაში სტამბოლს რამდენჯერმე უწოდა კონსტანტინოპოლი. მაშინ თურქეთი იყო ენერგეტიკისთვის ალტერნატიული წყარო, ის იყო დიდი მოკავშირე. მაშინ შემხვდა თურქეთის პრეზიდენტი და მითხრა, ძალიან გთხოვთ ეს ქალი აღარ გამოუშვათ აქ, მთავარი მოკავშირე რომ გეტყვის ამას. ეს იყო თუ არა რუსეთის საქმის გაკეთება? - ირიბად რა თქმა უნდა იყო. ზოგადად ეს იყო უკიდურესად დაულაგებელი ქალბატონი, შუა ვიზიტებში სადღაც გაქრებოდა ხოლმე. რუსეთში ჩვენ ელჩზე კოტე კემულარიაზე მითხრა რომ მისი მოწამლვა უნდოდა. ერთხელ თქვა რომ მე გირგვლიანის გამო გადავდექიო, და გირგვლიანის ამბავი მოხდა მისი გადადგომიდან რამდენიმე თვეში. იძახიან რას ჩამოიყვანე ეს ქალი -საფრანგეთის ელჩი იყო საქართველოში, ქართველმა მიაღწია ელჩობას საფრანგეთში, მაშინ ევროპაზე ბევრად უკეთესი წარმოდგენის ვიყავი. ახლა გავერკვიეთ რომ იქაც ბევრი ნაგავია, მაგრამ მაშინ ასე გვეგონა. ამ ქალს ჰქონდა იდეალური ბიოგრაფია. თანაც სულ ჩუმად იყო და იღიმებოდა. ბედი ხომ უნდა რომ ესეთი გიჟი შეგვრჩენოდა ხელში. 

ტელეკომპანია იბერიასთან ამბობს მიხეილ სააკაშვილი

კომენტარები