მიხეილ სააკაშვილი

სააკაშვილი: ტრამპმა საგადასახადო რეფორმები საქართველოსგან გადაიღო

სამწუხაროა თუ რამდენი დრო დავკარგეთ. დღეს ბათუმში უკვე იდგებოდა Trump Tower-ი. ტრამპი ამბობდა, რომ სააკაშვილის რეფორმები არის საუკეთესო მთელ მსოფლიოში და ამერიკელებმა უნა ისწავლონ სააკაშვილისგან. უფრო მეტიც, მან შემოიღო საგადასახადო რეფორმები, თავის დროზე იძახოდა, რომ ჩვენ გადავიღებთ თქვენ საგადასახადო რეფორმებს და მართლაც გადაიღო, თვალებს ხომ უნდა დავუჯეროთ. ფაქტია ეს, ამას ვერ ამოშლით ისტორიიდან. ამერიკის შეერთებულმა შტატებში არის პრეზიდენტი, რომელიც ამბობდა რომ სააკაშვილი არის ერთერთი ყველაზე მაგარი მსოფლიო ლიდერი და ყველაზე მაგარი რეფორმები გაატარა მსოფლიოში. ფუკუიამა დღემდე კიტხულობს ლექციებს სტენფორდში ჩვენ რეფორმებზე.

ტელეკომპანია იბერიას ეთერში ამბობს მიხეილ სააკაშვილი.

კომენტარები