ჯაფარიძე: ეკლესიას საკმარისზე მეტი პოლიტიკური უფლება აქვს, რომელიც ჩამოსართმევია

ჩემი აზრით, ეკლესიას საკმარისზე მეტი პოლიტიკური უფლება აქვს მინიჭებული - ერთი რაღაც საკონსტიტუციო ჩანაწერით, მეორე კონკორდატით და შემდგომ ამ კონკორდატიდან გამომდინარე პრივილეგიებით, რომლებიც მას აქვს მიღებული, მათ შორის საგადასახადო პრივილეგია თუ სხვა ტიპის პრივილეგიები - საბიუჯეტო დაფინანსება, ცენტრალური თუ ადგილობრივი ბიუჯეტიდან, გადაცემული ქონებები და ა.შ. საკმარისზე მეტი აქვთ და არა მგონია მათი პოლიტიკური გამყარება ვინმეს ინტერესში იყოს, პირიქით, რაც აქვს ის პრივილეგიებიც ჩასახსნელი და ჩამოსართმევია. სინამდვილეში იმაზე კი არ უნდა იყოს საუბარი, რომ მათი პოლიტიკური ძალა კიდევ გამყარდეს, არამედ იმაზე უნდა ვსაუბრობდეთ, რომ ამ პოლიტიკური ძალის წყაროები რაც არის, ის წყაროებიც შეიკვეცოს. ესაა, ჩემი აზრით, სწორი პოზიცია, რომელიც უნდა არსებობდეს სეკულარულ სახელმწიფოში.

ისაუბრა საქართველოს მართლმადიდებლურ ეკლესიაზე გირჩის საპრეზიდენტო კანდიდატმა ზურაბ ჯაფარიძემ.
მოკლე ბმული:

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

გიორგი ბოჭორიშვილი

კომენტარები