საქართველოს პარლამენტი

ვაშაძე: პარლამენტს ქუთაისიდან ვერ გადაიტანთ, რადგან მალე ხელისუფლებაში აღარ იქნებით

ეს შენობა გახდება ქართული ოცნების კიდევ ერთი სიცრუის და ქუთაისისადმი ზიზღის გამოხატვის სიმბოლო. პარლამენტი გადადის თბილისში, რაც საცობების და ხალხის გაღიზიანების გარდა არაფერს გამოიწვევს. ცდილობენ, ქუთაისს წაართვან სოციალური, პოლიტიკური როლი, რომელიც მას ისტორიულად ეკუთვნის. არავითარ შემთხვევაში ამას არ დავუშვებთ. თქვენ გგონიათ, რეგლამენტში ცვლილების შეტანით პარლამენტს ქუთაისიდან გადაიტანთ - ვერ გადაიტანთ, იმიტომ, რომ თქვენ ძალიან მალე ხელისუფლებაში აღარ იქნებით.

მოძრაობის "ძალა ერთობაშია" კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ პარლამენტის ქუთაისიდან თბილისში გადატანის შესახებ ბრიფინგი ქუთაისში, პარლამენტის შენობის წინ გამართა.

კომენტარები