კორუფცია

კობახიძე: ივანიშვილმა უზრუნველყო ჩვენს ქვეყანაში ელიტური კორუფციის დამარცხება

[ბიძინა ივანიშვილის კავშირი ომეგა ჯგუფის საქმესთან] არის აბსოლუტურად გამორიცხული. მე ვიცი ბატონი ბიძინა ივანიშვილის პრინციპები და მისი მიდგომა საქმისადმი. ის არის სწორედ ის ადამიანი, რომელმაც უზრუნველყო ჩვენს ქვეყანაში ელიტური კორუფციის დამარცხება. ეს ელიტური კორუფცია ყვაოდა საქართველოში 2012 წლამდე და სწორედ მისი პრინციპების წყალობით, რადიკალურად შეიცვალა ჩვენს ქვეყანაში ქვეყნის მართვის პრინციპები. ეს არის სწორედ ბიძინა ივანიშვილის დამსახურება, ეს არის მისი პრინციპების დამსახურება. რაც შეეხება ნებისმიერ დანარჩენ გვარს, აქ არის ეს საქმე ჩასაძიებელი სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან და ჩვენ, პარლამენტი, ჩვენი კომპეტენციის ფარგლებში, ასევე დავინტერესდებით, რა თქმა უნდა, ამ საქმით.

პარლამენტის თავმჯდომარე ეხმაურება ომეგა ჯგუფის საქმეზე გავრცელებულ ფარულ ჩანაწერებს, სადაც მაღალჩინოსნების გვარებიც ფიგურირებს.

კომენტარები