საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია

მეუფე იაკობი: გარკვეული ძალები ცდილობენ, ეკლესია სახელმწიფოს წინააღმდეგ გამოიყენონ

ჩვენი ერის ისტორიაში ბევრჯერ ყოფილა ეკლესიის და სახელმწიფოს დაპირისპირების მცდელობა. ახლაც არსებობენ ძალები, რომლებიც ცდილობენ, ეკლესია გამოიყენონ სახელმწიფოს წინააღმდეგ. 

ეკლესიის კარი ღიაა ეკლესიის შვილებისთვის. ეკლესია და სამღვდელოება ყოველთვის ეცდება, თავისი სამწყსო დაიცვას შეცდომებისგან.

მე რამდენიმე ინტერვიუ მივეცი სხვადასხვა ტელეარხს. ორი მათგანი, რომელიც ჩაწერა რუსთავი 2-მა და ტვ პირველმა, როგორც ანონსებიდან ვიხილე, დღეს გავა ეთერში. ინტერვიუს სულისკვეთება სრულად არის აცდენილი დაანონსებული გადაცემისაგან

თემების მგძნობიარობიდან გამომდინარე ვთვლი, რომ ჩემი სათქმელი შეულამაზებლად და დაუმახინჯებლად უნდა მივიდეს ჩვენი ქვეყნის ყველა მოქალაქესთან. ამის გამო გთავაზობთ ინტერვიუების სრულ ვერსიებს, როგორც რუსთავი 2-თან, ასევე ტვ პირველთან. 

დარწმუნებული ვარ, ეკლესია და სახელმწიფო ახლაც ღირსეულად, ერთმანეთის მოსმენით და ქრისტეს შეგონებით, აირჩევენ სწორ გზას.

დაწერა ბოდბელმა ეპისკოპოსი იაკობმა ფეისბუქზე. მისი ინტერვიუები კანაფის რეალიზაციის საკითხს, ამასთან დაკავშირებით საკანონმდებლო ცვლილებებს და ეკლესიის პოზიციას ეხება. 

კომენტარები