პრემიერი: დასავლეთისთვის რუსეთთან პრინციპული საკითხების ჩამონათვალში არის საქართველო

ჩვენი პოზიციები ამერიკის შეერთებულ შტატებში არის ძალიან მტკიცე - ჩვენ გვაქვს სრული მხარდაჭერა, მათ შორის იმ პოლიტიკაშიც, რომელსაც რუსეთის ფედერაციასთან მიმართებაში ვახორციელებთ. ჩვენ გავაჟღერეთ ჩვენი სამშვიდობო ინიციატივები. მინდა გითხრათ, რომ ჩვენი მეგობრების სრული მხარდაჭერა გვაქვს ამ მიმართულებით.

სწორედ ეს იყო ამავე დროს ერთ-ერთი მიზეზი, რატომაც განვაცხადეთ, რომ მოხარულები ვართ იმ პირდაპირი დიალოგისა, რომელსაც აწარმოებს პრეზიდენტი ტრამპი რუსეთის ფედერაციასთან მიმართებაში, ვინაიდან, ჩვენი დასავლელი მეგობრები იყენებენ თავიანთ ხელთ არსებულ ყველა პოლიტიკურ ინსტრუმენტს, მათ შორის, პრინციპულ დიალოგს იმ პრინციპულ საკითხებზე, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია დასავლეთისთვის და ბუნებრივია, ამ პრინციპულ საკითხთა ჩამონათვალში არის საქართველოს ეროვნული ინტერესები.

პრემიერის ინტერვიუ ტელეკომპანია იმედთან. მამუკა ბახტაძე აშშ-ში იმყოფება. 27 სექტემბერს ის გაეროს ტრიბუნაზე სიტყვით გამოვა.
მოკლე ბმული:

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: დავაკავეთ კაცი, რომელმაც უკრაინის მოქალაქეს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა (ვიდეო)

კომენტარები