მარიხუანის ექსპორტი

ბახტაძე კანაფის კულტივაციაზე: მეტი კომუნიკაცია იყო აუცილებელი საზოგადოებასთან

ამას მოჰყვა ვნებათაღელვა. ვფიქრობ, ამ ნაწილში მეტი კომუნიკაცია იყო აუცილებელი საზოგადოებასთან. ქართული ოცნების პოლიტიკური ხელწერა გახლავთ ყოველთვის კონსენსუსის ძიება ქართულ საზოგადოებასთან, მისი ინფორმირება, მაქსიმალური ჩართულობა, მით უმეტეს, ასეთ თემებზე და მხოლოდ ამის შემდეგ კონკრეტული გადაწყვეტილების მომზადება და მიღება. აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, ჩვენმა პოლიტიკურმა გუნდმა მიიღო კიდევ ერთი პასუხისმგებლიანი გადაწყვეტილება, რომ მოხდეს ამ ეტაპზე მეორე ინიციატივის შეჩერება და გავმართოთ ძალიან ინტენსიური დამატებითი კონსულტაციები ყველა მხარესთან, ვინც დაინტერესებულია ამ საკითხით და მხოლოდ საბოლოო პოზიციების შეჯერების შემდეგ მოვახდინოთ მისი შეფასება

მამუკა ბახტაძე ტელეკომპანია იმედთან ინტერვიუში მარუხუანის კულტივაცია/ექსპორტის შესახებ კანონპროექტის გარშემო ვნებათაღელვას ეხმაურება.

კომენტარები