სალომე ზურაბიშვილი

ზურაბიშვილი: გზა, როგორც ნიკო ნიკოლაძე ამბობდა - ბერლინი-ფოთი-ჩინეთი, გააქტიურებულია

ამ უძველეს ქალაქს ტურიზმის გარდა, სხვა დატვირთვაც უნდა ჰქონდეს. შავი ზღვა არის სტრატეგიულად ძალიან მნიშვნელოვანია ევროპის, ევროკავშირისა და ნატოსთვის. ყველა ახალი მიმართულება შავ ზღვაზე გადის. იგი ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ენერგეტიკისთვისაც. დღეს, ჩინეთი ფაქტიურად აწარმოებს ყველაფერს, რაც მსოფლიოში იყიდება და შესაბამისად გზა, როგორც ნიკო ნიკოლაძე ამბობდა თავის დროზე - ბერლინი-ფოთი-ჩინეთი, ძალიან გააქტიურებულია. ამდენად, ბათუმი უნდა გახდეს შავი ზღვის დედაქალაქი, მას ეს ფუნქცია უნდა დავუბრუნოთ. 

სალომე ზურაბიშვილი ბათუმის მოსახლეობას შეხვდა. შეხვედრისას, პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა  ქვეყნისთვის ბათუმის როლსა და მნიშვნელობაზე ისაუბრა.

კომენტარები