მამა დავით ქვლივიძე: ეკლესია იძახის, რომ ნარკოტიკის მომხმარებელი ეშმაკის ხახაში ვარდება

ჩვენთვის ქართველებისთვის პრობლემა არ არის ალკოჰოლი, მაგრამ პრობლემაა ნარკოტიკი. ქართველები ნარკოტიკს არ უნდა მიაკარო. სკანდინავიელი ხალხისთვის, ჩრდილოეთის ხალხისთვის შეიძლება ნარკოტიკი პრობლემა არ იყოს მაგრამ ჩვენთვის პრობლემაა. ქვეყანა უნდა ზრუნავდეს რომ აკრძალოს ეს. ჩვენ ვეწინააღმდეგებით ლეგალიზაციას. ის რომ ლეგალიზაციის შემდეგ დაიწყეს მსჯელობა, რომ მოდი ეს სივრცე შევავსოთ და 21 წლამდე გავაკეთოთ და 25 წლამდე გავაკეთოთ. ეკლესია ეწინააღმდეგება ნარკოტიკის მოხმარებას 21, 25, 50 და 80 წლის კაცისთვისაც. ეკლესია იძახის რომ ნარკოტიკის მომხმარებელი კაცი პირდაპირ ეშმაკის ხახაში ვარდება. ნარკოტიკის მოხმარების დროს კაცი თუ მოკვდა პირდაპირ ჯოჯოხეთში მიდის. ნარკოტიკი იყო ქურუმების ნივთიერება, რომლის მიღების შემდეგ იწყებნენ ურთიერთობას ბოროტ სულებთან, ამიტომ ეკლესია ამ საკითხში არის შეუვალი

მამა დავით ქვლივიძე გადაცემა „360 გრადუსში“
მოკლე ბმული:

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ნორვეგიის ელჩი: როგორც ქართველი თამადა იტყოდა, გაუმარჯოს საქართველოს ნათელ მომავალს

კომენტარები