ზურაბიშვილი: გურია იყო ცნობილი თავისი თავისუფლებით, ეს ისაა, რაც დღეს გვჭირდება

გურია იყო ცნობილი თავისი თავისუფლებით. თუნდაც ის, რომ დამოუკიდებლობამდე გურიამ გამოაცხადა დამოუკიდებლობა ნიშანია, თუ რამდენად თავისუფალი მოქალაქეები ცხოვრობენ აქ. სწორედ ეს არის ის, რაც დღეს, ჩვენს ქვეყანას ძალიან სჭირდება, თავისუფალი და თავისუფლად მოაზროვნე საზოგადოება. სწორედ ეს არის ის, რაც სჭირდება მომავალ პრეზიდენტს.

პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა ამის შესახებ ურეკში, ამომრჩეველთან შეხვედრისას ისაუბრა. ზურაბიშვილის ამ კომენტარს პირველი არხი ავრცელებს.
მოკლე ბმული:

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ნორვეგიის ელჩი: როგორც ქართველი თამადა იტყოდა, გაუმარჯოს საქართველოს ნათელ მომავალს

კომენტარები