ბოკერია: უტიფარი სიცრუის კამპანიაა, თითქოს კომისიის დასკვნა გამოძიებისას დაემთხვა

უტიფარი სიცრუის კამპანიაა, თითქოს კომისიის დასკვნა დაემთხვა გამოძიების დასკვნას. არადა კომისიამ სწორედაც რომ, ბევრისთვის მოულოდნელად, დაადგინა მტკიცებულებები, რომ არსებობს ახალი ფიგურანტი - მიხეილ კალანდია, რომელსაც უნდა წაეყენოს მკვლელობაში, თანამონაწილეობაში ბრალი. მას ჰქონდა ცივი იარაღი, როდესაც მონაწილეობდა ამ ჯგუფურ მკვლელობაში. კომისიამ დაადგინა, რომ მირზა სუბელიანის აქტიურობის შედეგად პირდაპირ ხელის დაფარება მოხდა კალანდიაზე

ევროპული საქართველოსა და დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრი, გიგა ბოკერია პასუხობს ირაკლი კობახიძის განცხადებას გამოძიებისა და კომისიის მიერ დადგენილ დასკვნებზე.

კომენტარები