არჩევნები 2018

ზურაბიშვილი: მე ვთქვი, რომ აფხაზეთი სამეგრელოს მეზობელია, არ მითქვამს, რომ განგრენაა

არაფერი, მე ვთქვი, რომ [აფხაზეთი] სამეგრელოს მეზობელია... არ მითქვამს [რომ განგრენა არის], ოქრუაშვილმა თქვა ჩემზე

პრეზიდენტობის ქართული ოცნების მიერ მხარდაჭერილმა კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა გმირთა მემორიალთან, მოქალაქის კითხვის საპასუხოდ განმარტა, რომ მან თავის განცხადებაში - "მე მგონი, რომ ყველაზე კაი გამაერთიანებელი ამ დონეზე, პოლიტიკა სხვა არის, ანაკლია კი არ არის და კონცერტები და იქ ბევრი ნარკოტიკები, სამეგრელოსა და მეზობელ აფხაზეთს შორის, ჰიპოდრომი გვინდა, ჩვენ დავკარგეთ მთლიანად ცხენოსნობა როგორც ერთერთი ყველაზე ძველი სპორტი" - აფხაზეთი სამეგრელოს მეზობლად მოიხსენია და არა მეზობელ ქვეყნად.

კომენტარები