გაეროს 73-ე სესია

ბახტაძე: რუსეთის აგრესიის გამოწვევების წინაშე გაერო არაეფექტური აღმოჩნდა

2008 წელს საქართველოს მიმართ რუსეთის აგრესია მსოფლიოს მიერ მხოლოდ ორ სახელმწიფოს შორის ურთიერთობის პრობლემად იყო აღქმული.

მოვლენების შემდგომმა განვითარებამ უკრაინაში გამოაჩინა, რომ მაშინდელი მსოფლიო თანამეგობრობა არ აღმოჩნდა მზად, შესაბამისი შეფასება და რეაგირება მიეცა ამ აგრესიისთვის.

სამწუხაროდ, გაერო - არაეფექტური აღმოჩნდა ამ გამოწვევების წინაშე. მეტიც, ჩვენ თვალწინ მიმდინარეობს გლობალური უსაფრთხოების სისტემური ეროზია. დღევანდელ მსოფლიოს სჭირდება უფრო ძლიერი გაერთიანებული ერების ორგანიზაცია.

პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ამის შესახებ გაეროს გენერალური ასამბლეის 73-ე სხდომაზე ისაუბრა

კომენტარები